“საარჩევნო განაცხადი”

13682458_1199022946816143_170001082_o

15 ივლისს თსუ-ში სენატის დამატებითი წევრების არჩევნებია ჩანიშნული. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მათ შორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. (გარდა მედიცინის ფაკულტეტისა). საარჩევნო პროცესი გაიმართება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ფაკულტეტების ცენტრალურ კორპუსებში.

წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) უნივერსიტეტის მართვის მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს. სენატი მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის დამუშავებასა და დამტკიცებაში, რომელიც ხშირად ირღვევა როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის მიერ ქსენოფობიური, სექსისტური, ჰომოფობიური თუ სხვა დისკრიმინაციული გამოვლინებების შედეგად. სენატი განიხილავს და განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს. მის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და ხარიხსის უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნა. მარტში განვითარებულმა პროცესებმა კანცლერის არჩევნებთან დაკავშირებით გვაჩვენა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა აკისრია უნივერსიტეტის სენატს.

სამწუხაროდ სტუდენტების მცირე ნაწილმა თუ იცის სენატის ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც განპირობებულია თვითმმართველობის ათობით წარმომდგენლის პასიური, არაქმედითი და არაფრისმომცემი საქმიანობით სენატის შიგნით. წლების განმავლობაში მათ არასოდეს გამოუტანიათ სენატის საკითები ფართო საუნივერსიტეტო-საზოგადოებრივ ფორმატში. წარმომადგენლობით საბჭოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებად კი მუდამ ერთი და იგივე ადამიანები გვევლინებიან.

აღნიშნული სტაგნაციის დარღვევის საშუალებას გვაძლევს 15 ივლისს ჩანიშნული არჩევნები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ მე და ჩემი თანამებრძოლები:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თორნიკე შევარდნაძე;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – გიორგი ჯავახაძე;
იურიდიული ფაკულტეტი – თორნიკე გერლიანი;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მარიამ ბაღდავაძე;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ლადო შუბითიძე;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – ანანო ბასილაია.

წარმომადგენლობით საბჭოში არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება:

– სენატის სხდომების გამჭირვალობის უზრუნველყოფა – სხდომების შემდეგ, სხდომის ტრანსკრიპტების გაკეთება და ყველა საკომუნიკაციო საშუალებით მისი სოციალურ ქსელებეში გავრცელება;

– სტუდენტებისთვის აქტუალური საკითხების სენატის ფორმატში დაყენება;

– სტუდენტთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფა – პერიოდულად საჯარო შეხვედრებისა და განხილვების მოწყობა, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტების თანამონაწილეობა წარმომადგენლობით საბჭოში;

– სენატის სტატუსი თითოეულ ჩვენგანს გვანიჭებს გარკვეულ სტატუსს, ლეგიტიმაციას, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო ხმამაღლა და უფრო მაღალი ტრიბუნიდან ვისაუბროთ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. უნივერსიტეტის პრობლემებს საკუთარი სიღრმისეული სათავეები გააჩნია, ერთ-ერთი ასეთია საბიუჯეტო დაფინანსების არარსებობა, რომლის არარსებობის გამო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინფრასტრუქტურა, პრაქტიკული სამუშაოები და საგნების არჩევის სისტემაც მოშლილია. უნივერსიტეტისათვის საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს. წლების განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობა ამ საკითხთან დაკავშირებით დუმდა. მათ არასოდეს გამოუყენებიათ სენატის თუ სხვა ფორმატები ამ საკითხის აქტუალიზაციისათვის. ჩვენ, იმ სტუდენტებს, რომლებიც წლებია სახელმწიფოსგან ვითხოვთ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, სენატში არჩევის შემთხვევაში მოგვეცემა ახალი სტატუსი და საშუალება, ეს საკითხი უფრო ხშირად და ხმამაღლა დავაყენოთ სენატსა თუ მის გარეთ.

– სენატი განკარგავს უნივერსიტეტის ბიუჯეტს, განსაზღვრავს პრიორიტეტებს, რომლებიც ხშირად გაურკვეველი და ზოგიერთი ფაკულტეტის მიმართ დისკრიმინაციულია. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ფაკულტეტია უნივერსიტეტში. შესაბამისად, როგორც ამ ფაკულტეტის წარმომადგენელი, თავს არ დავზოგავ ფაკულტეტის პრობლემების სენატში აქტუალიზაციისთვის;

ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი მოქმედების მთავარი პრინციპი დაფუძნებული იქნება იმპერატული მანდატზე – ჩვენ ვაპირებთ იმის გაკეთებას, რასაც სტუდენტები თანამონაწილეობით, საჯარო განხილვებისა და შეხვედრების ფორმატში დაგვიკვეთენ.

პატივსიცემით,

თორნიკე შევარდნაძე;
გიორგი ჯავახაძე;
თორნიკე გერლიანი;
მარიამ ბაღდავაძე;
ლადო შუბითიძე;
ანანო ბასილაია.

#თსუ17

2016 წელი უნივერსიტეტის ისტორიაში გამორჩეული წელი იყო, ეს წელი სტუდენტური მოძრაობების ისტორიაში შევა, ამ პერიოდზე ისაუბრებენ, დაწერენ, კვლევებს ჩაატარებენ… თუმცა, 2016 წლის მოუგვარებელი პრობლემები 2017 წელშიც გადადის, ამასობაში უნივერსიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, ბიუჯეტზე რიგი ორგანოები მუშაობენ და იგი საბოლოოდ სენატს წარედგინება დასამტკიცებლად (ან არდასამტკიცებლად).
23 დეკემბერს, 80 დღიანი (!) პაუზის შემდეგ უნივერსიტეტის წამომადგენლობითი საბჭო შეიკრიბა და განხილვის მთავარი თემა სწორედ უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი იყო.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ფინანსური აქტივობების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესული სიახლეებია: 30%-მდე შემცირებულია მივლინებების ხარჯები, შემცირდა ოფისის და წარმომადგენლობითი ხარჯები. საბოლოოდ უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის 80% დაახლოებით სახელფასო ფონდზე მოდის…

სენატის სხდომაზე ბიუჯეტის შესახებ რიგი კონკრეტული კითხვები დაისვა. უპირველესად, ბიუჯეტში ჩადებული იყო პროგრესული პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობაზე 600 000 ლარის დახარჯვას. „აუდიტორია 115-ის“ წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხა და როგორ გადანაწილდება ის ფაკულტეტებზე. რექტორმა ამის პასუხად განაცხადა, რომ დაიწყვება მუშაობა გადანაწილების წესსზე, წინასწარი ვარაუდით კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი ერგება.

უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ინფორმაციები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შესახებ. ამ მიმართულებით გამოყოფილია ერთი მილიონი ლარი, კერძოდ ნახევარი მილიონი გადაუდებელი სამუშაოებისთვის. მოგვარდება მეორე კორპუსის ცენტრალური გათბობის პრობლემა. შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი სარემონტო გეგმაში, პასუხი იყო, რომ კონკრეტულად გაწერილი გეგმა არ არისებობსს, შესაბამისად, მთავარი საყურადღებო და სამუშაო უახლოეს მომავალში გვაქვს.

საუბარი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე. როგორც ვიცით, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში მდგომარეობა სავალალოდაა, უნივერსიტეტს უწევს გატეხილი და არალიცენზირებული პროგრამებით სარგებლობა, ასეა სოციოლოგიის მიმართულებაზეც, როდესაც spss პროგრამა არალიცენზირებული სახითაა, რაც უამრავ პრობლემებს უქმნის სტუდენტებსა და პროფესორებს. რექტორის თქმით, მიმდინერეობს მოლაპარაკებები Microsoft-ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ლიცენზირებული პროგრამების შესაძენად და ამ მიმართულებითაც სიახლეებს უნდა ველოდეთ.

საბოლოოდ, წარმომადგენლობითმა საბჭომ წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, მთავარი საინტერესო და სამუშაო პროცესი მარტში გველის, როდესაც მოხდება ბიუჯეტის დებულებების დაზუსტება და უფრო სიღრმისეული განხილვა.

დასაწყისში შემთხვევით არ მიხსენებია გასული წლის საპროტესტო ტალღები, წლის ბოლოს ამის კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი მივიღეთ – უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბარ და თანასწორ პირობებში ჩააყენებს. პროექტების დაფინანსება საგრანტო კონკურსების საფუძველზე სპეციალური კომისიის მეშვეობით მოხდება, რაც წარსულ მანკიერ პრაქტიკას და პრივილეგირებული ჯგუდების მხრიდან არამიზნობრივ ხარჯების ტრადიციას წერტილს დაუსვამს.

უნივერსიტეტი 1926-1928

tsu-i-korpusi-1923-celi

1926 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილი ახალმა რექტორმა – თედო ღლონტმა შეცვალა. როგორც ცნობილია, ახალ რექტორს სამოქალაქო სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. ამ ფაქტს, ბუნებრივია, საქართველოში მალავდნენ და არც არაფერი იწერებოდა და არც ითქმოდა, თუმცა ამ ფაქტს გამოეხმაურა მაშინდელი ქართული ემიგრანტული გაზეთი “დამოუკიდებელი საქართველო”, სადაც 1926 წლის ივლისში, პარიზის რედაქციაში დაიბეჭდა შ. ამირეჯიბის წერილი, რომელიც ახალ რექტორს და უნივერსიტეტს მიემართებოდა. წერილი მოძიებულია პროექტ “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურის” ფარგლებში შსს-ს არქივში:

“ამბობენ, რომ კალიგულამ თავისი ნებიერი ცხენი სენატორად დანიშნა. აქამდისინ ეს საქციელი ადამიანის უგუნურების ნიმუშად ითვლებოდა. მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ კალიგულა უკანასკნელი არ იყო კაცთა შორის და მისი საქციელი უკანასკნელი ადამიანის საქმეთა შორის.

 … ქართული გონების ტახტზედ თედო ღლონტმა მოიკეცა!

არსებობს ორი საშუალება რექტორად გახდომისა. ერთი ძველია და ის მოითხოვს მეცნიერად ყოფნას, მეორე ახალია და აქ მარტო ბოლშევიკობაც კმარა. რომელია ამათგანში თედო ღლონტი? იქნება იგი პროფესორია? თედო ღლონტი სტუდენტიც არ ყოფილა. მაშ იქნებ ბოლშევიკია?..

… ის, რასაც თედო ღლონტი თავის უნივერსიტეტისათვის და თავის სტუდენტებისათვის მოითხოვს, რუსიფიკაცია და ქართული ენის სრული მოსპობა არის. მისი სახით ლაპარაკობს არა თავაშვებული ბოლშევიზმი, არამედ ჩვენი ნაცნობი ძველი რუსეთი… ჩვენ მუდამ ვეუბნებოდით ქართველ ხალხს, რომ საქართველოს გასაბჭოება – საქართველოს გარუსებაა…

  სტუდენტებო, იფხიზლეთ! “.


შალვა ამირეჯიბი
(წერილი შემოკლებულია)