უნივერსიტეტი 1926-1928

tsu-i-korpusi-1923-celi

1926 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილი ახალმა რექტორმა – თედო ღლონტმა შეცვალა. როგორც ცნობილია, ახალ რექტორს სამოქალაქო სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებული. ამ ფაქტს, ბუნებრივია, საქართველოში მალავდნენ და არც არაფერი იწერებოდა და არც ითქმოდა, თუმცა ამ ფაქტს გამოეხმაურა მაშინდელი ქართული ემიგრანტული გაზეთი “დამოუკიდებელი საქართველო”, სადაც 1926 წლის ივლისში, პარიზის რედაქციაში დაიბეჭდა შ. ამირეჯიბის წერილი, რომელიც ახალ რექტორს და უნივერსიტეტს მიემართებოდა. წერილი მოძიებულია პროექტ “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურის” ფარგლებში შსს-ს არქივში:

“ამბობენ, რომ კალიგულამ თავისი ნებიერი ცხენი სენატორად დანიშნა. აქამდისინ ეს საქციელი ადამიანის უგუნურების ნიმუშად ითვლებოდა. მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ კალიგულა უკანასკნელი არ იყო კაცთა შორის და მისი საქციელი უკანასკნელი ადამიანის საქმეთა შორის.

 … ქართული გონების ტახტზედ თედო ღლონტმა მოიკეცა!

არსებობს ორი საშუალება რექტორად გახდომისა. ერთი ძველია და ის მოითხოვს მეცნიერად ყოფნას, მეორე ახალია და აქ მარტო ბოლშევიკობაც კმარა. რომელია ამათგანში თედო ღლონტი? იქნება იგი პროფესორია? თედო ღლონტი სტუდენტიც არ ყოფილა. მაშ იქნებ ბოლშევიკია?..

… ის, რასაც თედო ღლონტი თავის უნივერსიტეტისათვის და თავის სტუდენტებისათვის მოითხოვს, რუსიფიკაცია და ქართული ენის სრული მოსპობა არის. მისი სახით ლაპარაკობს არა თავაშვებული ბოლშევიზმი, არამედ ჩვენი ნაცნობი ძველი რუსეთი… ჩვენ მუდამ ვეუბნებოდით ქართველ ხალხს, რომ საქართველოს გასაბჭოება – საქართველოს გარუსებაა…

  სტუდენტებო, იფხიზლეთ! “.


შალვა ამირეჯიბი
(წერილი შემოკლებულია)

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s